• თბილისი
  • 24°C
  • 15 სექტემბერი, 2019
article

ბახტაძე: მე გავიზარდე ქართულ ტრადიციულ ქრისტიანულ ოჯახში და მაქვს ფასეულობები... ვთვლი, რომ საგალობლების სწავლა სკოლებში ეს არის სწორი და გამართლებული ნაბიჯი

საგალობლების სწავლა სკოლებში ეს არის სწორი და გამართლებული ნაბიჯი სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, - ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც სკოლებში ქართული საგალობლების სავალდებულო სწავლებას ეხებოდა.

"გავიზარდე ქართულ ტრადიციულ ქრისტიანულ ოჯახში და მაქვს ფასეულობები. ვხელმძღვანელობ ჩემი პრინციპებით. ეს პრინციპი თქვა ყველა დროის ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა ქართველმა ილია ჭავჭავაძემ: აწმყო შობილი წარსულისაგან არის მშობელი მომავლისო. ქვეყანა და ერი, რომელიც ტრადიციებს და ეროვნულ საგანძურს დაივიწყებს, მომავალი არ ექნება", - თქვა ბახტაძემ.

 

 


თეგები :