• თბილისი
  • 19°C
  • 22 ოქტომბერი, 2019
article

რომან გოცირიძე: როგორც ჩანს, სადღაც გადაურბინა ქობულიამ ივანიშვილს

„მინისტრები ივანიშვილის ხელში ბუტაფორიები არიან, ამიტომ ბუტაფორიებს გადაადგილებ თუ გადმოადგილებ, არაფერი იცვლება. როგორც ჩანს, სადღაც გადაურბინა ქობულიამ ივანიშვილს“, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე ეკონომიკის მინისტრის თანამდებობიდან წასვლას.

მისი თქმით, გიორგი ქობულიასთან ერთად კიდევ ორი მინისტრი დაინიშნა, თუმცა მხოლოდ ქობულია გაათავისუფლეს, რადგან ის არ ასრულებდა ივანიშვილის ყველა მოთხოვნას.

„მინისტრები ივანიშვილის ხელში არიან ბუტაფორიები, ამიტომ ბუტაფორიებს გადაადგილებ თუ გადმოადგილებ, არაფერი იცვლება, მაგრამ ხანდახან ბუტაფორიაც კი უშლის ხელს რაღაცას, რადგან მზიან ადგილას რომ დადგა, შეიძლება მზის სხივი დაგიჩრდილოს. როგორც ჩანს, სადღაც გადაურბინა ქობულიამ ივანიშვილს, როგორც ამბობენ ის არ ასრულებდა ყველა მის დავალებას, განსხვავებით სხვა მინისტრებისგან, რომლებიც ადგილზე დატოვა. გაცილებით უარესი მდგომარეობაა ფინანსთა სამინისტროში. ეკონომიკის სამინისტრო მაინც მეორეხარისხოვანია თავის ფუნქციიდან გამომდინარე. სამი ახალი დანიშნული მინისტრიდან ორი დატოვა, ერთი - გაუშვა. იმის გაფორმება, რომ ეკონომიკაში ცუდად არის საქმე, ეს არ არის მხოლოდ ერთ მინისტრზე დამოკიდებული. ეს არის ივანიშვილის მმართველობის შედეგი“,- განაცხადა გოცირიძემ.