• თბილისი
  • 7°C
  • 07 დეკემბერი, 2019
article

სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილზე: რომ დავინახე აჩაჩული ქალი, ჩექმებიანი კატა, შემრცხვა

მიხეილ სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილს ჩაცმის სტილს უწუნებს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი ზურაბიშვილს „აჩაჩულ ქალად“ მოიხსენიებს.

ის აცხადებს, რომ  საქართველოს პრეზიდენტის ჩაცმულობის გამო მას რცხვენია.

„მე შეიძლება, არავის არ უნდა ვეძახდე აჩაჩულს, მაგრამ რომ დავინახე შტაინმაიერთან და წარწერა რომ იყო გერმანულ გაზეთში „ჩექმებიანი კატა“, ამას არ მოუთხოვია თავშესაფარიო, შემრცხვა ჩემს ქვეყანაზე მართლა,“ - აღნიშნა სააკაშვილმა „კვირის აქცენტების“ სპეციალურ გამოშვებაში.