• თბილისი
  • 8°C
  • 20 აპრილი, 2019
article

"2012 წელს რუსეთი აქტიურად ჩაერია არჩევნებში... პრორუსი ოლიგარქი, გაზპრომის აქციათა უდიდესი მეწილე ატარებდა კამპანიას ჩემს წინააღმდეგ"

"2012 წელს საქართველოში არჩევნები ჩატარდა, სადაც რუსეთი აქტიურად ერეოდა," - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამერიკული ტელეარხის ეთერში. 

მიხეილ სააკაშვილმა, fox news-თან ინტერვიუში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში რუსული ფულის გავლენაზე ვრცლად ისაუბრა. სააკაშვილმა ყურადღება აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის ელექტრონულ მიმოწერაზე გაამახვილა, რომელიც ცოტა ხნის წინ გასაჯაროვდა.

"პირები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილისგან ფულს იღებდნენ, აძლევდნენ რეკომენდაციებს სახელმწიფო მდივანს და მის გარემოცვას პოლიტიკურ საკითხებში" - თქვა მან. 

მიხეილ სააკაშვილის თქმით, მან თავიდანვე იცოდა, რომ საუბარი თითქოს, ტრამპი და მისი საარჩევნო კამპანია 2016 წლის არჩევნებზე რუსეთთან გარიგებული იყო, სიმართლეს არ შეესაბამებოდა. 

"უკვე წლებია ვიცნობ დონალდ ტრამპს და ვიცნობ პუტინს, ამიტომ თავიდანვე ვიცოდი რომ შეთქმულების არსებობის შესახებ საუბარი არ შეესაბამებოდა სიმართლეს. მაშინ საეჭვო პირები იყვნენ ყველგან, ორივე ბანაკში", - განაცხადა სააკაშვილმა.

"2012 წელს საქართველოში არჩევნები ჩატარდა, სადაც რუსეთი აქტიურად ერეოდა. პრორუსი ოლიგარქი, გაზპრომის აქციათა უდიდესი მეწილე, ბატონი ივანიშვილი ატარებდა კამპანიას ჩემს წინააღმდეგ. ამ დროს სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის გარემოცვასთან კონტაქტი ჰქონდა 3 პიროვნებას.

ეს ადამიანები იღებდნენ რუსულ ფულს ივანიშვილისგან და შემდეგ როგორც უკვე ცნობილია "მეილების საქმიდან", აძლევდნენ რეკომენდაციას სახელმწიფო მდივანს თუ რა ეთქვა პრესკონფერენციაზე. ხოლო როდესაც ის სტუმრობდა ამერიკის მოკავშირე ქვეყანას, ეკონტაქტებოდნენ მის გარემოცვას შეხვედრების დაგეგმვის მიზნით. ეს ადამიანები ეუბნებოდნენ ჰილარი კლინტონის ადმინისტრაციას, რომ თუ სააკაშვილის პარტია მოიგებდა, ეს გაართულებდა ამერიკის ურთიერთობებს მოსკოვთან.

მათი ნაწილი ღიად მუშაობდა რუსულ ფულზე, რუსეთის მონაწილეობით და აკეთებდა ამას არაოფიციალური არხებით, რაც კანონით აკრძალულია. ჩვენ მაშინ ხმამაღლა ვაცხადებდით, რომ რუსეთი ერეოდა ჩვენს არჩევნებში, ახორციელებდა დეზინფორმაციის კამპანიებს, პროვოკაციებს, სამხედრო ზეწოლას. ვითხოვდით გადაერჩინათ ჩვენი დემოკრატია. იგივე პირებმა, რომლებმაც ასეთი ხმაური ატეხეს დონალდ ტრამპის არარსებულ შეთქმულებაზე, მაშინ თვალი დახუჭეს რუსეთის მასშტაბურ ჩარევაზე ჩვენს არჩევნებში“ - ამბობს მიხეილ სააკაშვილი ფოქს ნიუსისთვის მიცემულ ინტერვიუში. 


თეგები :

×