• თბილისი
  • 27°C
  • 17 სექტემბერი, 2019
article

„ეკა ბესელია რთულ მდგომარეობაშია, მას ჩვენი მხრიდან არა პოლემიკა, არამედ დახმარება სჭირდება“

ჩემი მხრიდან არ იქნება სწორი ეკა ბესელიასთან პოლემიკაში შესვლა, პირიქით, მას სჭირდება თანადგომა, ხელი უნდა გავუწოდოთ, რომ ამოვიდეს მდგომარეობიდან, რომელშიც არის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი შეფასებით, ეკა ბესელიას დახმარება სჭირდება.

„ის არის აღმოჩენილი რთულ მდგომარეობაში. შესაბამისად მას სჭირდება არა პოლემიკა ჩვენი მხრიდან, არამედ პირიქით, დახმარება. მას თავისი პრიორიტეტები აქვს ცხოვრებაში. ეს არის ძალაუფლება და მან დაკარგა ეს მთავარი, რაც არის მისთვის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ემოციურ ფონზე, ეკა ბესელია არასწორ განცხადებებს აკეთებს.

„არის ტანდემში „რუსთავი 2“-თან და ეს არის ძალიან მარტივი შეცდომები, რომელიც საზოგადოებისთვის თვალსაჩინოა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.