• თბილისი
  • 27°C
  • 31 მაისი, 2020
article

წულუკიანი: ბიძინა ივანიშვილი არის ქვეყანაში მშვიდობიანობის, სტაბილურობის გარანტი

ბიძინა ივანიშვილი არის ქვეყანაში მშვიდობიანობის, სტაბილურობის და იმის გარანტი, რომ სხვა ქვეყნებმა ჩვენს სუვერენიტეტს პატივი სცენ, – ასე მიმართა საპარლამენტო ტრიბუნიდან საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს.

„როდესაც თქვენ, „ნაციონალური მოძრაობა“, ბედავთ ჩემს გადადგომაზე საუბარს, მე რა ვუთხარი ბახტაძეს, რა მიპასუხა ბახტაძემ, რა შენიშვნა მომცა ბახტაძემ, რაზე ვისაუბრეთ მე და ბახტაძემ, რა თქვა წულუკიანმა, ივანიშვილს რა უთხრა. ეს ივანიშვილი თქვენგან ასე მარტივად სახსენებელი არ არის. თქვენ ბევრჯერ მკითხეთ ქალბატონო თინა, რა იცით თქვენ? ბატონ ბიძინაზე მე ვიცი ძალიან ბევრი კარგი რამ. ის სიკეთეები ვიცი, რაც მას უკეთებია. მეტი არაფერი ვიცი. თქვენგან განსხვავებით, მე ვიცი მისი ფასი. 

 

ბიძინა ივანიშვილის ფასი ამ ქვეყანაში არის ის, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც დღეს არის გარანტი ქვეყანაში მშვიდობიანობის, სტაბილურობის და იმის, რომ ჩვენს სუვერენიტეტს სხვა ქვეყნებმა პატივი უნდა სცენ. ეს ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის არის საკმარისი, რომ მის გვერდით ვიდგე, ვიქნები მინისტრი, თუ ამომრჩეველი. მე არსად გახტომას და გამოხტომას არ ვაპირებ. არ ვიქნები ამ ხალხის მიერ ნდობაგამოცხადებული მინისტრი? ეს არ არის პრობლემა, მაგრამ ვიქნები ამ გუნდის წევრი. არც „ქართული ოცნების“ პარტიის წევრობა მჭირდება ამისთვის“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.