• თბილისი
  • 8°C
  • 28 ნოემბერი, 2020
article

საქართველოს პრეზიდენტი ავღანეთის პრეზიდენტს შეხვდა (ფოტოები)

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ავღანეთში ვიზიტისას ქვეყნის პრეზიდენტს, აშრაფ ღანის შეხვდა.

"ავღანეთის პრეზიდენტთან სამუშაო შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ საქართველო გააგრძელებს ავღანეთის დახმარებას უსაფრთხოების და სხვა საკითხებში.

ავღანეთის პრეზიდენტის, აშრაფ ღანის, სურვილი, გაიზიაროს და გადაიღოს რეფორმები, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, კიდევ უფრო ადასტურებს ჩვენი ქვეყნის განვითარების სწორ გზას და იმას, რომ საქართველო ნამდვილად ლიდერი რეფორმატორია რეგიონში," - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა "ფეისბუქის" პირად, ოფიციალურ გვერდზე.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილი ვიზიტით ავღანეთში იმყოფებოდა, სადაც სამშვიდობი მისიით მყოფი ქართველი სამხედროები მოინახულა.

თეგები :