• თბილისი
  • 17°C
  • 05 აპრილი, 2020
article

„მოღალატეა ის, ვისაც გულში აქვს მტრული სახელმწიფოს სიყვარული, ამ შემთხვევაში ეს გრიგოლ ვაშაძეა“

მოღალატე თავისი არსით არის ის, ვისაც გულში აქვს მტრული სახელმწიფოს სიყვარული, ამ შემთხვევაში არის ეს გრიგოლ ვაშაძე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ არ სურს, შავი პიარისა და კამპანიის ფონზე წარიმართოს საპრეზიდენტო არჩევნები.

„უამრავი ფრაზა არსებობს გრიგოლ ვაშაძის მაგალითად, იმასთან დაკავშირებით, რომ მას უყვარს რუსეთი, ის არის რუსეთის განუყოფელი ნაწილი, რომ არ ვიცი, ფაქტობრივად ჩვენ რუსეთის განუყოფელ ნაწილს „ვირჩევთ” პრეზიდენტად. უბრალოდ, ჩვენ ამაზე კამპანიის აგება არ გვინდა.  როდესაც გრიგოლ ვაშაძე  გამოდის და ამბობს, რომ მის გულში მუდმივად რჩება რუსეთი და მას აქვს პრეტენზია საქართველოს პრეზიდენტობაზე, ეს არის უბრალოდ პარადოქსი. ამაზე ჩვენ უბრალოდ არ ვსაუბრობთ, არ გვინდა, მას დავემსგავსოთ”, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილის მიმართ აბსოლუტურად ბინძური კამპანია მიმდინარეობს.

„გვესმის ჩვენ სპეკულაციები სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით, გვესმის აბსოლუტრად ბინძური კამპანია, მოღალატე და ა.შ. მოღალატე თავისი არსით არის ის, ვისაც გულში აქვს მტრული სახელმწიფოს სიყვარული, ამ შემთხვევაში არის ეს გრიგოლ ვაშაძე. ამაზე საუბარი ჩვენ არ გვინდა. გვინდა, რომ ცივილიზებული, ევროპული ტიპის კამპანია წარვმართოთ და არ გვინდა, დავემსგავსოთ გრიგოლ ვაშაძეს, ,,ევროპულ საქართველოს’’ ,,ნაციონალურ მოძრაობას’’ ამ აბსოლუტურად მარგინალურ პოლიტიკურ ძალებს”,- განაცხადა კობახიძემ.