• თბილისი
  • 22°C
  • 14 ოქტომბერი, 2019
article

„ომეგა ჯგუფს“ აქვს გადასახდელი 51 მილიონი და ტელევიზია ალიბი ვერ იქნება. კანონი ყველასთვის ერთია“

„რეებს მიედ-მოედებით, ლოგიკა ხომ არსებობს? დავსხდეთ ახლა და ვისაუბროთ, რომ ეს კრიმინალია, ის ქურდია და მართლა ასეა?“ – ამის შესახებ  დედაქალაქის მერმა ტელეკომპანია “იბერიის” ირგვლივ მიმდინარე საკითხებზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, „ომეგა ჯგუფს“ ბიუჯეტში გადასახდელი აქვს 51 მილიონი და კანონი არის ყველასთვის ერთი.

„ვინ ფიგურირებს? რომელი პოლიტიკოსი ფიგურირებს? ან ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი? ლევან ყიფიანს რა თანამდებობა აქვს ან რას წარმოადგენს? სად არის დიმიტრი ქუმსიშვილის ჩანაწერი? მე და შენ რომ ვისაუბროთ და ვინმეს სახელი რომ ვახსენოთ, ის ადამიანი დამნაშავეა? რა ლოგიკაა ეს. ჯგუფს აქვს გადასახდელი 51 მილიონი და ტელევიზია ალიბი ვერ იქნება.  კანონი არის ყველასთვის ერთი. 

თუ ამ ჩანაწერებში მონაწილეების მიმართ არსებობს კითხვები, გამოძიება დაწყებულია და როგორც ერთ მხარეს, ასევე მეორე მხარეს უნდა მოეთხოვოს პასუხი. როდესაც საუბრობთ და ინტერპრეტირებას უკეთებთ, რომ მაღალჩინოსნები არიან ჩართული, ეს რა მიდგომაა ან რა ლოგიკაა? რა შუაშია ბიძინა ივანიშვილი? რა შუაშია ქუმსიშვილი? რა შუაშია გახარია? რეებს მიედ-მოედებით, ლოგიკა ხომ არსებობს? დავსხდეთ ახლა და ვისაუბროთ, რომ ეს კრიმინალია, ის ქურდია და მართლა ასეა?”, – განაცხადა კახა კალაძემ.

თეგები :

კახა კალაძე