• თბილისი
  • 8°C
  • 28 ნოემბერი, 2020
article

ჩეჩნები ისევ საომრად ემზადებიან

ჩეჩნეთში ახლა მართალია ოფიციალურად საომარი ქმედებები არ მიმდინარეობს. თუმცა ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩეჩნეთში ომი ნამდვილად დასრულებულია. ყველაზე საინტერესო მაინც ის არის, რომ ჩეჩნებს რუსები სამხედრო–სავალდებულო სამსახურშიც კი არ იწვევენ. უფრო სწორად არ იწვევდნენ აქამდე. არადა, ინტერნეტ–საიტ asfera.info–ს ცნობით, 20 წლის მანძილზე ჩეჩნეთში მიმდინარე წელს პირველად გამოცხადდა გაწვევა. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ მსურველი იმდენი აღმოჩნდა, რომ საჭირო გახდა ისეთი კონკურსის გამოცხადება, როგორიც არც ერთ პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებელს ჯერ არც კი დასიზმრებია – ერთ ადგილზე 100 კაცი. ცნობილია, რომ ახალწვეულები იმსახურებენ ჩეჩნეთში, იქაური შინაგანი ჯარების სპეციალიზებულ მოტორიზებულ ბატალიონში.

ნაწილის მეთაურის მოადგილის პოლიტიკურ მომზადებაში, სერგეი ჩერნოივანოვის განცხადებით, როდესაცწვევამდელს გაწვევაზე  უარს ეუბნებოდნენ, ის  ამის გამო ტიროდა, თურმე. „მე პირველად აქ დავინახე მამაკაცური ცრემლები, თქვენ არ დაიჯერებთ, როცა ის ტიროდა და ამბობდა: „წამიყვანეთ, მე მინდა ვიმსახურო“. თუმცა, სამწუხაროდ, რეალობა ასეთია, რომ არმიაში მსახურება შეუძლიათ მხოლოდ იმათ, ვისაც ამის საშუალებას ჯანმრთელობა აძლევს“, – ირწმუნება ჩერნოივანოვი.

საბოლოო ჯამში 46–ე ცალკეული ბრიგადის ახმად კადიროვის სახელობის პოლკში შეარჩიეს ყველაზე ჯანმრთელები და გამძლეები. ძირითადად ამ ახალგაზრდებმა ეს–ესაა, რაც სკოლა დაამთავრეს და საკუთარ მომავალს მხოლოდ სამხედრო საქმეში ხედავენ.

ჯერჯერობით, ყველა ახალწვეული კონტრაქტით მომსახურეთათვის განკუთვნილ საერთო საცხოვრებელში განათვსეს. თითოეულ ოთახში ხუთ საწოლზე მეტი არ არის. ოთახში არის ტელევიზორი და თითოეულ მათგანს ახალწვეულს საკუთარი კარდა აქვს. თავისუფალი დრო ძალზე ცოტა აქვთ, მაგრამ ცდილობენ ის მაქსიმალურად სასარგებლოდ გამოიყენონ. ამისათვის სამხედრო ნაწილში აქვთ მეჩეთიც და სპორტული დარბაზიც. ერთი სიტყვით, როგორც კურორტზე ისე ცხოვრობენ.

ჯერჯერობით, ყველას და მათ შორის ოფიციალურ პირებსაც კი ძალიან უკვირთ, რითია გამოწვეული ჩეჩნურ არმიაში გაწვევა, რაც მანამდე 20 წლის მანძილზე არავის გაუკეთებია.ექსპერტთა მოსაზრებით, ძნელი სავარაუდოა, რომ ეს ყველაფერი ისე უბრალოდ კეთებოდეს. საოცარია ისიც, რომ წვევამდელებს სხვა რეგიონებში გაგზავნას არ უპირებენ.

როგორც არ უნდა იყოს, ჩეჩნეთის მეთაურს, რამზან კადიროვს საწუწუნოდ საქმე ნამდვილად არა აქვს, როცა ამდენი ახალგაზრდა ჩეჩენი მზადაა საომრად. ასე რომ, გამორიცხული არ არის, თუ რამზან კადიროვს რამე არ მოეწონა, რუსი სამხედროების მიერ მომზადებული და კარგად შეიარაღებული ჩეჩენი მებრძოლებით კრემლს დაუპირისპირდეს. ყოველ შემთხვევაში, ექსპერტები მოვლენათა მსგავს განვითარებას სრულებითაც არ გამორიცხავენ და ვნახოთ.მსგავსი გამოცდილება ჩეჩნებს რომ აქვთ, არც ესაა ახალი ამბავი. თავის დროზე ხომ ჯოხარ დუდაევმა ჩეჩნეთში არსებული რუსული შეიარაღება ხომ დაიტოვა და ამ იარაღით რუსეთს ომი გამოუცხადა.

თეგები :