• თბილისი
  • 9°C
  • 28 ნოემბერი, 2020
article

გურჯაანში კაცმა ცოლი და მეზობელი მოკლა, ცოლისძმა და მეორე მეზობელი კი დაჭრა და მიიმალა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში კაცმა სანადირო თოფით ცოლი და მეზობელი მოკლა, ცოლისძმა და მეორე მეზობელი კი დაჭრა.

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ, კაცი მიიმალა.

დაჭრილებს გურჯაანის "ჯეოჰოსპიტალსში" გადაუდებელი ოპერაცია უტარდებათ, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

კახეთის პოლიციამ, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს ოპერატიული და სამძებრო ღონიძიებები. 


თეგები :