• თბილისი
  • 34°C
  • 09 აგვისტო, 2020
article

ბათუმის ერთ-ერთ კლუბში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებისას ორი პირი დაჭრეს

ბათუმში, ერთ-ერთ კლუბში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ორი პირი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. დაშავებულები კლინიკა "მედცენტრში" არიან გადაყვანილი.

ექიმების ინფორმაციით, ერთის მდგომარეობა მძიმეა, მას ბარძაყის არეში აქვს ჭრილობა მიყენებული, ხოლო მეორე მამაკაცს, რომელიც 22 წლის არის, ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს.

გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს.

ფაქტზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებს გულისხმობს.


თეგები :