• თბილისი
  • 34°C
  • 05 ივლისი, 2020
article

ბაგებში მომხდარი სისხლიანი გარჩევის საქმეზე სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს

ბაგებში მომხდარი სისხლიანი გარჩევის საქმეზე, ცოტა ხნის წინ, სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს.

როგორც ცნობილია, დაკავებული იმ კაფეს ერთ-ერთი მეწილეა, რის გამოც მხარეებს შორის უთანხმოება მოხდა.

ევროპის მოედანზე მდებარე ბარის "არტ-ჰაუსის" ერთ-ერთი მეწილე პოლიციამ მომხდარ სისხლიან დაპირისპირებასთან დაკავშირებით მოწმის სტატუსით  გუშინ დაკითხა.

ბაგებში, სადაც ორი მამაკაცი დაიჭრა, ექსპერტ-კრიმინალისტები გუშინ გვიან ღამემდე მუშაობდნენ. საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში სამართალდამცველებმა მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი ერთ-ერთი ავტომობილიც გაჩხრიკეს. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო.


თეგები :