• თბილისი
  • 8°C
  • 25 თებერვალი, 2020
article

ზუგდიდში ახალგაზრდა ქალის გაუპატიურების ბრალდებით 65 წლის მამაკაცი დააკავეს

ზუგდიდში ახალგაზრდა ქალის გაუპატიურების ბრალდებით 65 წლის მამაკაცი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებული და დაზარალებული მეზობლები არიან.

გამოძიება ხუთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე 1955 წელს დაბადებული 1 პირი დღეს დააკავა. ის ბრალდებულია სსკ-ის 137-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.

უწყების ცნობით, სავარაუდო მსხვერპლის და ბრალდებულის ახლობლების დაპირისპირების თავიდან არიდების მიზნით პოლიციამ პრევენციული ღონისძიებები გაატარა. ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 3 პირი.


თეგები :