• თბილისი
  • 8°C
  • 25 თებერვალი, 2020
article

თბილისის აეროპორტში, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "მარიხუანას" საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.

„18 იანვარს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „თბილისის აეროპორტი”, უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით, 8,1 კილოგრამი „მარიხუანა“ გამოვლინდა. რისკის საფუძველზე აღნიშნული ბარგი ექვემდებარებოდა საბაჟო კონტროლს, რის შედეგადაც სამართალდარღვევის ფაქტი დადგინდა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა.

გამოძიებას აწარმოებს შსს -ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველო.


თეგები :