• თბილისი
  • 13°C
  • 21 თებერვალი, 2020
article

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში ბრალდებულ ირანის მოქალაქეს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში  ბრალდებული, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ი.ბ. დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ი. ბ.  2019 წლის 4 სექტემბერს, ქ.თბილისში,  უკანონოდ ინახავდა  ასევე უკანონოდ შეძენილ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით 1020.14 გრ. ნარკოტიკულ ნივთიერებას „ჰეროინს". 

სამართალდამცველებმა ი.ბ. 2019 წლის 4 სექტემბერს ქ. თბილისში დააკავეს. მას

ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის  მე-6 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით  წარედგინა (განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა) და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ი.ბ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.


თეგები :