• თბილისი
  • 26°C
  • 26 სექტემბერი, 2020
article

"სპარში" შესულმა მომხმარებელმა კონსულტანტს ფიზიკური დაზიანება მიაყენა

თბილისში, სავაჭრო ქსელ „სპარის“ ერთ-ერთ ფილიალში, მომხმარებელმა მაღაზიის კონსულტანტს ფიზიკური დაზიანება მიაყენა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, „სპარში“ შესულმა მომხმარებელმა კონსულტანტს თავში ქვა ჩაარტყა. დაზიანებულია ქუჩაში განთავსებული სწრაფი გადახდის აპარატიც. შემთხვევა 30 დეკემბერს დილით მოხდა. თავდამსხმელი ადგილზევე დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.


თეგები :