• თბილისი
  • 18°C
  • 01 აპრილი, 2020
article

თბილისში დაკავებულია 33 წლის მამაკაცი, რომელიც არასრულწლოვან ბიჭებზე სექსუალურად ძალადობდა

თბილისში, დააკავეს 33 წლის მამაკაცი, რომელიც არასრულწლოვან ბიჭებზე სექსუალურად ძალადობდა.

ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს. როგორც ირკვევა, დამნაშავეს თანამზრახველებიც ჰყავდა. 

33 წლის მოძალადე მამაკაცმა, თბილისის ერთ-ერთ უბანში, მოქალაქე ზ.ე.-მ საკუთარ სახლში სექსუალური კავშირი დაამყარა 15 წლის ბიჭთან, რომელიც კონკრეტულ მისამართზე სოციალური ქსელით გაცნობის შემდეგ მიიყვანა. გამოძიების მიმდინარეობის დროს გამოიკვეთა, რომ სავარაუდოდ, ზ.ე. მარტო არ მოქმედებდა და მასთან ერთად არასრულწლოვნებთან იძულებით სექსუალური კავშირის დამყარებას სხვა პირებიც ცდილობდნენ. ეს ვერსია გაჩნდა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი დაზარალებული მეგობრებთან ერთად გაგარინის ქუჩაზე მდებარე ნაქირავებ ბინაში მიიყვანეს.

მეორე მსხვერპლი, ჰყვება, რომ დაკავებულთან და მის გარემოცვასთან კონტაქტი სოციალური ქსელით დაამყარა. 15 წლის ბიჭს, გაეცნენ ქალბატონის სახელით და შეხვედრაზე კონკრეტულ მისამართზე დაიბარეს.

ბინების ჩხრეკის დროს ამოღებულია ასევე პისტოლეტი 13 ვაზნით, 21 მეხსიერების ბარათი. ფოტო და ვიდეო აპარატები და ხმის ჩამწერი მოწყობილობაც. გამოძიებამ დალუქა პაკეტი, რომელშიც დაუდგენელ მოყავისფრო ფხვნილთან ერთად, 10 ერთეული ტაბლეტი იყო მოთავსებული.


თეგები :