• თბილისი
  • 8°C
  • 10 დეკემბერი, 2019
article

ინციდენტი თბილისში - წყალტუბოს ქუჩაზე ორი ადამიანი დაჭრეს

თბილისში, დიდუბის რაიონში, წყალტუბოს ქუჩაზე ორი ადამიანი დაჭრეს. თვითმხილველების ინფორმაციით, კონფლიქტი სიტყვიერ შელაპარაკებას მოყვა.

დაჭრილი ახალგაზრდები სასწრაფო დახმარებამ გერმანულ ჰოსპიტალსა და ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმის ინფორმაციით, 22 წლის ახალგაზრდა, რომელიც გერმანულ ჰოსპიტალში მკურნალობს, სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანისას კონტაქტური იყო, პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ადგილზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებულები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.


თეგები :