• თბილისი
  • 25°C
  • 19 ოქტომბერი, 2019
article

ადვოკატი ნაირა ოტიაშვილი დააკავეს

თემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ ლადო გრიგალაშვილის ადვოკატი ნაირა ოტიაშვილი დააკავეს. მას ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ.

თემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულის ლადო გრიგალაშვილის ადვოკატი ნაირა ოტიაშვილი სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ცრუ დასმენას, ანგარებით, ან პირადი მოტივით.

2018 წლის 22 თებერვალს, ანა ნაცვლიშვილი განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს. გამოძიების ინფორმაციით, ლადო გრიგალაშვილმა შეყვარებული სახლიდან გაიყვანა და დანით 33 ჭრილობა მიაყენა. თავისა და კისრის არეში მიყენებული სასიკვდილო ჭრილობებით ანა ნაცვლიშვილი ადგილზე გარდაიცვალა. აღნიშნულ საქმეზე ლადო გრიგალაშვილს უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული.


თეგები :