• თბილისი
  • 24°C
  • 19 ოქტომბერი, 2019
article

თელავში ქმარმა ცოლი მოკლა

თელავში, ჭონქაძის ქუჩაზე  ქმარმა ცეცხლსასროლი იარაღით ცოლი მოკლა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, მკვლელობის შემდეგ მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა და საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობას წინ ცოლ-ქმარს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა. მკვლელობის მოტივს ოჯახის ახლობლები ვერ აკონკრეტებენ.

ადგილზე მობილიზებულია კრიმინალური პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.


თეგები :