• თბილისი
  • 4°C
  • 22 ნოემბერი, 2019
article

"მშობლები ნებაყოფლობით თანხმდებოდნენ ბავშვების მონაწილეობას პორნოგრაფიაში... საქმეში რამდენიმე ოჯახი ფიგურირებს. სამი დაპატიმრებული ერთი ოჯახის წევრია"

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძე „ტვ პირველის“ ეთერში ბავშვთა პორნოგრაფიის საქმის დეტალების შესახებ საუბრობს.

როგორც ბორცვაძე აღნიშნავს, ევროპოლთან თანამშრომლობამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქმის გახსნაში. გარდა ამისა, შსს ავსტრალიისა და აშშ-ის სამართალდამცავი უწყებებთან თანამშრომლობდა.

მინისტრის მოადგილის ცნობით, საგამოძიებო მოქმედებები 3 თვის განმავლობაში გრძელდებოდა.

ვლადიმერ ბორცვაძის ინფორმაციით, საქმეში რამდენიმე ოჯახი ფიგურირებს. ის უახლოეს მომავალში სხვა პირების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებასაც არ გამორიცხავს.

ბორცვაძის ცნობით, ოპერატიული ღონისძიებები ჩატარდა გორში, ლანჩხუთსა და თბილისში: ორი ფოტოსტუდია მოწყობილი იყო თბილისში.

შს მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ გამოძიების მსვლელობისას მშობლების იძულების ფაქტები არ დასტურდება.

„არ გამოკვეთილა გარემოება, რომ რომელიმე მათგანი, მშობელი, აიძულეს, დაემუქრნენ ან დააშანტაჟეს, რომ მიეყვანათ ბავშვები და გადაეღოთ მსგავსი ვიდეოები. ამ ეტაპზე საქმეში შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ეს ადამიანები ნებაყოფლობით თანხმდებოდნენ დანაშაულის ორგანიზატორებს, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, რომ მიეყვანათ არასრულწლოვნები და ჩაებათ ამ დანაშაულებრივ საქმიანობაში“, - განმარტავს ვლადიმერ ბორცვაძე. როგორც ის ამბობს, ამ ფაქტებს საქმეში არსებული, როგორც პირდაპირი, ასევე ირიბი მტკიცებულებები ადასტურებს.

შსს ერთი ოჯახის სამი წევრის დაპატიმრებასაც ადასტურებს.

საქართველოში დააკავეს 11 ადამიანი, რომლებსაც ბრალად ედება არასრულწლოვნების მონაწილეობით პორნოგრაფიული პროდუქციის დამზადება და გასაღება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არიან აშშ-ის და ავსტრალიის მოქალაქეები, ასევე პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადებაში ჩაბმული არასრულწლოვანი ბავშვების მშობლები, მათი ნათესავები და ახლობლები.


თეგები :