• თბილისი
  • 13°C
  • 21 თებერვალი, 2020
article

უკრაინელმა სამართალდამცველებმა ყაჩაღობის ბრალდებით ქართველები დააკავეს

უკრაინელმა სამართალდამცველებმა ყაჩაღობის ბრალდებით ქართველები დააკავეს. გამოძიების ცნობით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა კიევის ოლქში ერთ-ერთი ადგილობრივის სახლი გაძარცვეს.

ეჭვმიტანილების ძებნა 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობდა. ისინი მაგისტრალზე დააკავეს. სპეცოპერაციის დროს ეჭვმიტანილები შეიარაღებული იყვნენ.

გავრცელებული ცნობით, ერთ-ერთი დაკავებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მირიან გოჩაძეა.


თეგები :