• თბილისი
  • 23°C
  • 24 სექტემბერი, 2019
article

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ტურისტების გაუპატიურების ფაქტებმა იმატა, ადგილობრივები კი ამას რუსი გოგონების "აქტიურობას" აბრალებენ

ოკუპირებულ აფხა­ზეთ­ში შემზარავი ფაქტი მოხდა - 18 წლის ად­გი­ლობ­რი­ვი ახალ­გაზ­რდა მამაკაცი რუსი ტუ­რის­ტი გოგონას ძარ­ცვი­სა და გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. ედ­გარ აბუხ­ბა, ე.წ. მი­ლი­ცი­ამ სო­ფელ სი­და­ში და­ა­კა­ვა.

აფხა­ზუ­რი მე­დი­ა იუწყება, რომ აბუხბამ რუსი ტუ­რის­ტი სოხუმში გა­იც­ნო, სა­სე­ირ­ნოდ და­პა­ტი­ჟა და შემდეგ მასზე ფი­ზი­კუ­რად იძა­ლა­და.

აფხა­ზე­თის ე.წ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ სო­ხუ­მის მი­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში სა­ტე­ლე­ფო­ნო შე­ტყო­ბი­ნე­ბა შე­ვი­და, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მი­იყ­ვა­ნეს 20 წლის გო­გო­ნა სხე­უ­ლის მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბით.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ედ­გარ აბუხ­ბამ 31 ივ­ლი­სის სა­ღა­მოს, სო­ხუ­მის სა­ნა­პი­რო­ზე მი­ტო­ვე­ბულ შე­ნო­ბა­ში შე­იყ­ვა­ნა გო­გო­ნა, სა­დაც მას­ზე მუ­ქა­რით იძა­ლა­და, შემ­დეგ კი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი გას­ტა­ცა და მი­ი­მა­ლა. საქ­მე ორი მუხ­ლით - 126-ე და 158-ე მუხ­ლე­ბით აღიძ­რა, რაც გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა­სა და ქურ­დო­ბას გუ­ლის­ხმობს.

საქ­მეს სო­ხუ­მის ე.წ პრო­კუ­რა­ტუ­რა იძი­ებს.

როგორც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ინფორმაციებიდან ირკვევა, ასეთი შემთხვევები აფხაზეთში ხშირია, თუმცა დამნაშავეების დაკავება იშვიათად ხდება. ინტერნეტის მომხმარებლებს, ვი­თომ სა­სე­ირ­ნოდ წაყ­ვა­ნი­ლი ტურისტი გო­გო­ნე­ბის, შემ­დეგ მათზე ძალადობის და ტყე­ში და­ტო­ვე­ბის არა­ერ­თი ფაქ­ტის შე­სა­ხებ სმე­ნი­ათ.

აფხა­ზე­ბის ნა­წი­ლი წერს, რომ ზოგ შემ­თხვე­ვა­ში მომ­ხდარს სხვა წი­ნა­პი­რო­ბე­ბი აქვს: რუსი გო­გო­ნე­ბი აქ­ტი­უ­რო­ბენ, შემ­დეგ კი ამ­ბო­ბენ, რომ ახ­ლად­გაც­ნო­ბილ­მა აფხაზ­მა მათ­ზე იძა­ლა­და.

აფხა­ზეთ­ში სა­კუ­რორ­ტო სე­ზო­ნზე მწვა­ვე კრი­მი­ნო­გე­ნუ­ლი ვი­თა­რე­ბაა - როგორც გავრცელებული მასალებიდან ჩანს, ოკუპირებულ რეგიონში ძარ­ცვის, ყა­ჩა­ღო­ბის, ქურდობის, ძალადობის უამრავი ფაქტი ფიქსირდება.


თეგები :