• თბილისი
  • 34°C
  • 21 აგვისტო, 2019
article

ყაჩაღობა თბილისში - დაკავებულია ერთი პირი

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა 1 პირი დააკავეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, 20 წლის ახალგაზრდამ ერთსა და იმავე დღეს ორი მაღაზია დააყაჩაღა - ერთი დიდუბეში, ერთი კი წერეთლის გამზირზე, სადაც სავარაუდო დამნაშავე მოლარეს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, შემდეგ კი აიძულა სალარო გაეხსნა და მისთვის ფული და სიგარეტი მიეცა.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზევე დააკავეს, სიგარეტები კი ნივთმტკიცებად ამოიღეს.


თეგები :