• თბილისი
  • 34°C
  • 19 აგვისტო, 2019
article

დაბა წაღვერთან მომხდარი მკვლელობისა და ძარცვის საქმეზე შსს-მ 3 პირი დააკავა

დაბა წაღვერთან მომხდარი მკვლელობისა და ძარცვის საქმეზე შსს-მ 3 პირი დააკავა. დაკავებულთაგან ორი არასრულწლოვანია.

შემთხვევა 12 ივნისს მოხდა. ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, მამაკაცს რამდენიმე პირმა კუთვნილი ავტომობილი დაუზიანა, ერთ-ერთმა მათგანმა კი თავის არეში სიცოცხლისთვის საშიში ჭრილობა მიაყენა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

მოგვიანებით, ბრალდებულები მკვლელობის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, ავტოგასამართ სადგურში მივიდნენ და ძალადობის მუქარით ოპერატორი გაძარცვეს.

დაკავებულები დანაშაულს აღიარებენ. დანიშნულია კომპლექსური ექსპერტიზებიც. დანაშაულები 5-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


თეგები :