• თბილისი
  • 31°C
  • 20 ივნისი, 2019
article

ხაშურში ქალი მოკლეს

ხაშურში, რკინიგზის დასახლებაში ქალი მოკლეს. გარდაცვლილის ცხედარი შვილმა საკუთარ სახლში ნახა. 

მეზობლები მომხდარის ერთ-ერთ ვერსიად ოჯახურ კონფლიქტს ასახელებენ. მათი თქმით, სახლიდან ხშირად ისმოდა ხმაურის ხმა. ადგილობრივები ყვებიან, რომ ქალი სახლში რძალთან და კიდევ ერთ მამაკაცთან ერთად ცხოვრობდა. დანაშაულიც სავარაუდოდ სწორედ ამ მამაკაცმა ჩაიდინა. მეზობლების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ის უკვე დააკავეს. ადგილობრივები არც იმას გამორიცხავენ, რომ მამაკაცი დანაშაულის ჩადენის დროს ნასვამი ყოფილიყო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.


თეგები :