• თბილისი
  • 31°C
  • 20 ივნისი, 2019
article

ვაკის პარკში აქციაზე სამართალდამცველებმა კიდევ ერთი პირი დააკავეს

ვაკის პარკში აქციაზე სამართალდამცველებმა კიდევ ერთი პირი დააკავეს.

დაკავებულის განცხადებით, დააკავეს, რადგან „რუსეთი ოკუპანტია, სტიკერი მიაკრა გამყიდველებს“.

შსს-ს ინფორმაციით, მამაკაცი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის დაუმორჩილებლობის ფაქტზე დააკავეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ვაკის პარკში, 9 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების კონტრაქციის წევრი, 1975 წელს დაბადებული კ.კ დააკავეს. აღნიშნული პირი შეეცადა განსხვავებული პოზიციის წარმომადგენლებისთვის დროშის ტარით მიეყენებინა დაზიანება, რა დროსაც პოლიციამ ის ადგილზე დააკავა. კ.კ დაკავებულია წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის დაუმორჩილებლობის ფაქტზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

მანამდე ვაკის პარკში აქციებზე ორი პირი დააკავეს.


თეგები :