• თბილისი
  • 34°C
  • 19 აგვისტო, 2019
article

სუს-ი ხურვალეთში მიმდინარე მოვლენებზე საგანგებო განცხადებას ავრცელებს

„ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები იმყოფებიან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე“, - ასე ეხმაურება სახელწიფო უსაფრთხოების სამსახური ხურვალეთში მიმდინარე მოვლენებს. 

უწყება მოუწოდებს ყველას თავი შეიკავონ პროვოკაციული განცხადებებისგან.

„ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები იმყოფებიან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. კონკრეტული პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმება ცხელი ხაზის მეშვეობით მიმდინარეობს, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ყველა საერთაშორისო პარტნიორი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ პროვოკაციული განცხადებებისგან. საოკუპაციო ძალების მხრიდან განხორციელებული ნებისმიერი აქტივობა ძაბავს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხურვალეთში მცხოვრები ოჯახის განცხადებით, რამდენიმე საათის წინ ადგილზე გამოჩნდნენ რუსი ოკუპანტების და ერთ-ერთი ადგილობრივის ეზო დაიკავეს.


თეგები :

სუს ოკუპაცია