• თბილისი
  • 34°C
  • 09 აგვისტო, 2020
article

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „წიგნების თაროს სკოლის“ საზაფხულო ონლაინ კურსი იწყება

1 ივლისი, 2020 - საქართველოს ბანკი აგრძელებს განათლების ხელშეწყობას და კომპანიაწიგნების თაროსთან პარტნიორობას. თანამშრომლობის ფარგლებში 20 ივლისიდან პატარებისთვის საზაფხულო ონლაინ კურსი იწყება, რომელიც დაწყებითი კლასების მოსწავლეებს დამატებით, კლასგარეშე გაკვეთილებს შესთავაზებს. 

სკოლაში სასწავლო პროცესი მაქსიმალურად ინტერაქციული და გასართობი იქნება. ბავშვები თამაშების და სხვადასხვა მულტიმედიური საშუალების დახმარებით ისწავლიან როგორც სასკოლო, ისე არასასკოლო საგნებს, რომლებიც მნიშვნელოვანია ბავშვის კომპლექსური განათლებისთვის. ქართული ენა, ინგლისური ენა, ადამიანი და სამყარო, ადამიანი და ჯანმრთელობა, განმავითარებელი მათემატიკა, ხატვა, მუსიკა, საქართველოს ისტორია - ესენია „წიგნების თაროს სკოლის“ საგნები. პატარები ბონუსად შეისწავლიან მსოფლიო ლიტერატურას, რომელსაც თავად ალექსანდრე ლორთქიფანიძე გაუძღვება. 

„ახალგაზრდები ბავშვების მომავლისთვის“ - ასეთიაწიგნების თაროს სკოლის“ სლოგანი, რომლის მასწავლებლებიც მაყურებლისთვის საყვარელ სახეებად ქცეული თაროელები, ქვეყნის გამორჩეული ახალგაზრდები არიან. 

საზაფხულო კურსი 20 ივლისიდან დაიწყება და 6 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. გაკვეთილები კვირაში 4 დღე, დღეში 2 საათი, ზუმში ჩატარდება. რეგისტრაცია ონლაინ გაკვეთილზე დღეიდან შესაძლებელია ბმულზე: https://school.wignebistaro.ge/ როგორც ერთ, ისე ყველა საგანზე. 

 საქართველოს ბანკი აგრძელებს განათლების მხარდაჭერას, რადგან განათლების ხელშეწყობა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად ვიზრუნოთ ჩვენი მომავალი თაობის განვითარებაზე, შეიქმნა ონლაინ სკოლა, რომელიც სკოლის მოსწავლეებს დაეხმარება კომპლექსური განათლების მიღებაში. მნიშვნელოვანია, რომ არ გავჩერდეთ და გვახსოვდეს, რომ ერთად ყველაფერი შესაძლებელია“ - აცხადებენ საქართველოს ბანკში.


თეგები :