• თბილისი
  • 29°C
  • 03 აგვისტო, 2020
article

თიბისი მომხმარებელს ფულადი გზავნილების აქციას სთავაზობს

თიბისიმ ფულადი გზავნილების აქცია დაიწყო. კამპანია 1 ივნისამდე გაგრძელდება და მასში მონაწილეობის მისაღებად მომხმარებელმა ფულადი გზავნილი თიბისიში დისტანციურად ან ფილიალში მისვლით უნდა გაანაღდოს.

მომხმარებლებს, რომლებიც  სწრაფ გზავნილს დისტანციურად გაანაღდებენ (ინტერნეტბანკის, ვებგვერდის -www. Tbcgzavnili.ge- ან ცხელი ხაზის საშუალებით)  - 5 000 ლარის მოგების შანსი  აქვთ. ხოლო მას, ვინც გზავნილს თიბისის რომელიმე ფილიალში მიიღებს, შესაძლებლობა აქვს  500 ლარამდე თანხით დასაჩუქრდეს.

ფულადი გზავნილების კამპანიის  ფარგლებშიფულად პრიზს თიბისის 3000-ზე მეტი მომხმარებელი მიიღებს. გამარჯვებულები ყოველ პარასკევს გამოვლინდებიან და საჩუქრის შესახებ ინფორმაციას  SMS შეტყობინებით  მიიღებენ

აქციის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე:

https://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/money-transfer-campaign-has-started

 


თეგები :