• თბილისი
  • 29°C
  • 28 მაისი, 2020
article

ელ. კომერცია COVID-19-ის წინააღმდეგ

მას შემდეგ, რაც ახალი კორონავირუსის შესახებ ცნობილი გახდა,  მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ მთელი რიგი რეკომენდაციები გასცა იმასთან დაკავშირებით, რომ უმჯობესია  თავშეყრის ადგილებს, კაფე-ბარებსა და მაღაზიებს თავი მაქსიმალურად მოვარიდოთ და ასე შევამციროთ  ვირუსის გავრცელება. საკვებ პროდუქტებზე ფიქრი ხალხმა პანიკისის წარმოშობის პირველივე ეტაპზე დაიწყო და მაღაზიის დახლების გამოცარიელების შემდეგ, თავიანთი სახლის კარებიც გამოიხურეს გარკვეული დროით.

თითოეულ ქვეყანაში, სადაც კორონავირუსმა (COVID-19) თავისი ცუდი კვალი დატოვა, ხალხი სრულ იზოლაციაში მოაქცია და დისტანციური ზომების დაცვისკენ უბიძგა. ზოგიერთ ინფიცირებულ ქვეყანაში, დამსაქმებლები თავიანთ თანამშრომლებს სახლიდან დისტანციური მუშაობისკენ მოუწოდებენ, რათა თავი აარიდონ პირისპირ კომუნიკაციას.

2020 წლის მარტის YouGov-ის გამოკითხვის თანახმად, ჩინეთში ინტერნეტ მომხმარებელთა 85% და ჰონგ კონგში 83% აღნიშნავს, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში მაქსიმალურად აარიდეს  თავი ხალხმრავალსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს. 2020 წლის თებერვალში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ აშშ- ინტერნეტ მომხმარებლების 27.5% თავს არიდებს საზოგადოებრივ ადგილებსა და მაღაზიებში სიარულს.

 

სამწუხაროდ, სულ სხვა ვითარებაა 60 წელს გადაცილებულ პირებთან მიმართებაში, რომლებიც ყველაზე ნაკლებად არიან ელექტრონული კომერციის მომხმარებლები და ამის გამო, შედარებით ხშირად უწევთ მაღაზიებში სიარული ან ხალხმრავალ ადგილებში ყოფნა. აქედან გამომდინარე, გასაკვირიც არ არის ის, რომ სწორედ ამ ასაკის ადამიანები დააზიანა COVID 19-მა ყველაზე მეტად.

ბოლო დროის განმავლობაში, საკმაოდ შესამჩნევი გახდა აშშ-ში ელექტრონული კომერციის საქმიანობა, რომელიც დაკავშირებული აღმოჩნდა კონკრეტულად ჯანმრთელობის საშუალებებთან და სასურსათო პროდუქტებთან. ელექტრონული კომერციის სარეკლამო მომწოდებლის, Pacvue- მონაცემების თანახმად, Amazon-ის საიტზე მოიპოვება ისეთი ბრწყინვალე პროდუქტები, როგორიცაა ხელის საწმენდები, ხელთათმანები და ანტიბაქტერიული საპნები. ციფრული მყიდველები უკვე ცვლიან თავიანთ  დამოკიდებულებას პროდუქციისადმი და ცდილობენ შეიძინონ ისეთი საჭირო ნივთები, რომლებიც ამ ეტაპზე, პირველადი გამოყენებისთვის არსებითად მნიშვნელოვანია. ინტერნეტ მაღაზიების დახმარებით,  მომხმარებლები ცდილობენ თავიდან აირიდონ მაღაზიებში სიარული და ნებისმიერი შეძენილი პროდუქტი სახლში, კარებთან მიტანით მიიღონ. აქვე შეგახსენებთ, რომ ქართული ინტერნეტ მაღაზია isurve.ge, რომელიც პროდუქციის ფართო არჩევანს გთავაზობთ, ყოველთვის  გაგიწევთ ოპერატიულ დახმარებას და ნებისმიერი ნივთის შეძენის შემთხვევაში, სახლის კარებთან, სრულიად უფასოდ მოგაწვდით კომპანიის კურიერი.

რაც შეეხება დიდ საცალო მოვაჭრეებს, მაგალითად, Starbucks-მა, Uniqlo-მ, Nike-მ და Apple-მ, დროებით დაკეტეს თავიანთი მაღაზიები დიდ ქვეყნებსა და ქალაქებში. ამასთან, საზღვრების დაკეტვის შემდეგ, პრობლემა და გამოწვევები შეიქმნა მიწოდება და ტრანსპორტირებაზე, რის გამოც ვეღარ ხერხდება მაღაზიების მომარაგება. არსებული სიტუაციის მიუხედავად, ქართული ონლაინ მაღაზია  isurve.ge ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. ამდენად, თუკი ნებისმიერი ნივთის შეძენის სურვილი გაგიჩნდებათ, აუცილებლად ეწვიეთ მითითებულ საიტს და თავად შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი პროდუქცია. მოკლედ, მსოფლიო მაშტაბის გამოწვევები საკმაოდ დიდია და ექსპერტების ვარაუდით, არსებული ვითარება  მინიმუმ კიდევ 4 თვე გაგრძელდება. ჯერ კიდევ დეკემბერში, ნავარაუდები იყო, რომ 2020 წელს ჩინეთში საცალო ვაჭრობიდან შემოსული თანხა ჯამში 2.328 ტრილიონს მიაღწევდა, მაგრამ ეს მაჩვენებელი სავარაუდოდ არსებითად შეიცვლება.

 

თუ არსებული მდგომარეობა კიდევ 4-5 თვე გაგრძელდება, ბუნებრივია, ონლაინ/ინტერნეტ მაღაზიებზე მოთხოვნა  მნიშვნელოვნად გაიზრდება, მაგრამ რამდენად შესძლებენ კომპანიები მომხმარებლების სურვილების დაკმაყოფილებას - ეს უკვე მეორე საკითხია.


თეგები :