• თბილისი
  • 18°C
  • 12 ნოემბერი, 2019
article

HUAWEI-ს პირველი გლობალური ფლაგმანური მაღაზია - ახალი დამაკავშირებელი ჰაბი კომპანიასა და მომხმარებლებს შორის

კომპანია HUAWEI-ს ახალი  1300 კვადრატულ მეტრიანი მაღალტექნოლგიური მაღაზია, აღჭურვილია 5G კავშირი უსწრაფესი კავშირით და მოიაზრება ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ცენტრად. კომპანიაში აცხადებენ, რომ ეს იქნება პირველი პირდაპირი გაყიდვების მაღაზია მსოფლიოში, სადაც მოსულ სტუმრებს შეუძლიათ სრულად გაეცნონ HUAWEI-ს უახლეს ტექნოლოგიებს და ადგილზე გამოსცადონ უსწრაფესი 5G კავშირი. მნიშვნელოვანია, რომ მაღაზიის კონცეფციაზე მუშაობა 2017 წლიდან დაიყო. 

„შენჟენი არის საერთაშორისო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ცენტრი, ჩვენ მიგვაჩნია, რომ HUAWEI -ს გლობალური ფლაგმანური მაღაზია გახდება ახალი დამაკავშირებელი ჰაბი HUAWEI-სა და მომხმარებლებს შორის,“ - განაცხადა HUAWEI ს მომხმარებელთა გუნდის აღმასრულებელმა დირექტორმა რიჩარდ იუმ.  მისივე განმარტებით, MixC-ის სამყარო არის შეკრების ადგილი სადაც მოდა, ტექნოლოგიები და ხელოვნება ერთმანეთს ერწყმის და HUAWEI -ს გლობალური ფლაგმანური მაღაზია გახდება ადგილი, რომელიც მომხმარებლებს გაართიანებს.

HUAWEI -ს გლობალური ფლაგმანური მაღაზია სამი სართულისგან შედგება და ერთდროულად ითავსებს ტრადიციულ ჩინურ და დასავლურ არქიტექტურას. HUAWEI -ს გლობალურ ფლაგმანურ მაღაზიაში მომხმარებლებს არა მხოლოდ დასვენება და მეგობრებთან შეხვედრა, არამედ HUAWEI -ს  უფასო კურსებზე დასწრებაც შეეძლებათ, რომლებიც  ფოტოგრაფიას, ვიდეოგრაფიას, სპორტსა და ჯანმრთელობის თემებს შეეხება. 

„ტექნიკურ ენთუზიასტებს ან აპლიკაციების დეველოპერებს შეუძლიათ ისწავლონ მეტი ჩვენი ტექნიკური ექსპერტებისგან და ასევე ჩვენთან ერთად ააშენონ HUAWEI -ს  გლობალური ეკოსისტემა,” - აღნიშნა რიჩარდ იუმ.  

მაღაზიაში 120 გამოცდილი კონსულტანტი მუშაობს, სხვადასხვა სფეროდან როგორიცაა,  სასტუმროები, ავიაციები, ხელოვნება და ა.შ. ისინი მომხმარებლებს სხადასხვა სერვისს სთავაზობენ, მათთვის მისაღებ ენაზე, მათ შორის არის გაყიდვების და ტრენინგი ტექნოლოგიურ საკითხებზე.  

„ჩვენ აღარ ვეძახით ჩვენს თავს საცალო მაღაზიას, ეს არის ღია საზოგადოება ყველასთვის. მომხმარებლებს შეუძლიათ მოვიდნენ და გაიგონ სიახლეები ყველაზე განვითარებულ ტექნოლოგიებსა და ტრენდებზე, ან უბრალოდ შეხვდნენ ერთმანეთს,“ - განაცხადა HUAWEI -ს მომხმარებელთა ბიზნეს გუნდის მარკეტინგის მთავარმა ოფიცერმა, ჰერმან ჯუმ.  „მაღაზიაში გამოყენებულია HUAWEI -ს ახალი ტექნოლოგიური ინოვაციები, რომლებიც შენობას უფრო „ჭკვიანს“და ეკოლოგიურად სუფთას ხდის“.

5G ქსელი HUAWEI -ს მთლიან გლობალურ ფლაგმანურ მაღაზიაშია ხელმისაწვდომი. ამასთან, საუკეთესო მომსახურების გაწევის მიზნით, მაღაზია აღჭურვილია, HUAWEI - ს Hilink ტექნოლოგიაზე დაფუძნებული, ინტელექტუალური გარემოს კონტროლის სისტემით, რომელსაც შეუძლია ავტომატურად შეცვალოს განათება, ტემპერატურა და ტენიანობა მაღაზიაში, რათა ყველა მომხმარებელს ჰქონდეს შესაბამისი კომფორტი მაღაზიის ნებისმიერ წერტილში.  გარდა ამისა, მაღაზია იყენებს, დიდი რაოდენობის, ეკოლოგიურად მეგობრულ და გადამუშავებად მასალას რათა შექმნას გარემოსთან თავსებადი მწვანე ნაგებობა. 

HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ. მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში. HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს. HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.


თეგები :

HUAWEI