• თბილისი
  • 11°C
  • 15 ნოემბერი, 2019
article

ღვინის ქარხანა # 1 საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს, მასმედიისა და ბიზნესის წარმომადგნლებს უმასპინძლებს

17 ოქტომბერს, 15:30  საათზე ღვინის ქარხანა #1-ში (მის: პეტრიაშვილის #1)  ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით მიღება გაიმართება, რომელზეც მოწვეულები არიან  საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები, მასმედიისა და ბიზნეს წრეების წარმომადგნლები.

ღონისძიების მიზანია სტუმრებითვის  ღვინის ქარხანა #1-ის, როგორც თბილისის ერთ-ერთი უნიკალური კულტურული ძეგლის ისტორიის გაცნობა და სამომავლო პროექტების წარდგენა. საზოგადოებას სიტყვით მიმართავენ საბჭოს გენერალური დირექტორი, ზვიად ჭუმბურიძე და ქარხანა #1-ს მარკეტინგისა და კომუნიკაციების დირექტორი, ალექსანდრე კაკულია.

პროგრამის ფარგლებში ასევე დაგეგმილია  ქარხნის ტერიტორიის დათვალიერება და ღვინის დეგუსტაცია.

 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ღვინის ქარხანა #1-ის ტერიტორიაზე (პეტრიაშვილის ქ. #1) საინიციატივო ჯგუფმა „თავისუფლების ქარხნის“ იდეისა და პლატფორმის პრეზენტაცია  წარმოადგინა. კერძოდ, თბილისში, ღვინის ქარხანა #1-ის ტერიტორიაზე შეიქმნება სრულიად ახალი და განსხვავებული ინოვაციური, კულტურული პლატფორმა ახალი აღმოჩენებისთვის, შემოქმედი და საინტერესო ადამიანებისთვის, თავგადასავლების მოყვარული პიროვნებებისთვის, სწავლის, დასვენებისა და გართობის მსურველთათვის.


თეგები :