• თბილისი
  • 16°C
  • 13 ნოემბერი, 2019
article

მაგთიკომის ინტერნეტიზაციის პროცესი გრძელდება

მაგთის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტით დაფარულ 400-ზე მეტ ქალაქსა და სოფელს კიდევ 5 ლოკაცია დაემატა.

დღეიდან მაგთის მაღალხარისხიანი ინტერნეტითა  და IP ტელევიზიით ისარგებლებენ:

ტყიბულის რაიონი - კურსები

ხონის რაიონი - ივანდიდი

ზესტაფონის რაიონი - შორაპანი და ქვედა კვალითი

დუშეთის რაიონი - დაბა ჟინვალი   

მაგთიკომს დღეში 40 კილომეტრზე მეტი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი გაჰყავს, ინტერნეტქსელს მუდმივად აფართოებს და ახალ ლოკაციებს უმატებს. 

ქალაქებში, სოფლებსა და დასახლებულ პუნქტებში ინტერნეტის უზრუნველყოფით, მაგთიკომი მხარს უჭერს ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს - ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და განათლების დონის ამაღლებას.

სრული ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს - https://www.magticom.ge/ka/inteet-tv-special-offers-for-regions


თეგები :