• თბილისი
  • 7°C
  • 24 მარტი, 2019
article

თუ კვერცხს ეს შეამჩნიეთ, არავითარ შემთხვევაში არ მიირთვათ! - სასარგებლო რჩევები

ჯანმრთელი ფრინველის რაციონში აუცილებლად უნდა შედიოდეს ხოჭოები, ჭიები, მღრღნელები და გველიც კი. ასევე ქათამი უნდა მოძრაობდეს ბევრს და სუფთა ჰაერზე საკმარისი დრო გაატაროს, რათა კარგი იმუნიტეტი ჰქონდეს. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება მისი კვერცხი ჯანსაღი და სასარგებლო ჯანმრთელობისათვის!

კვერცხი, რომელიც დაავადებული ქათმის დადებულია, მარტივად შეგვიძლია განვასხვავოთ ჯანსაღი კვერცხისგან.

გთავაზობთ სასარგებლო ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით.

როგორ შევამოწმოთ ქათმის კვერცხის სიჯანსაღე?

თავდაპირველად შეამოწმეთ კვერცხის ნაჭუჭი. ჯანსაღი კვერცხის გატეხვა შედარებით რთულია, რადგან ნაჭუჭი მაგარი და საკმაოდ სქელია.

მიაქციეთ ყურადღება კვერცხის გულის ფერს. საუკეთესო კვერცხის გული სტაფილოსფერია. მკრთალი ყვითელი კვერცხის გული იმის მანიშნებელია, რომ ქათამი, რომელმაც იგი დადო, ცუდ პირობებში ჰყავდათ და დაავადებული იყო.

ასეთი კვერცხი შეიცავს ნაკლებად სასარგებლო ნივთიერებებს და ვიტამინებს. ასეთი კვერცხის გული შესაძლებელია შეიცავდეს საზიანო ბაქტერიებს, რომელიც მძიმე ინფექციური დაავადების მიზეზი შეიძლება გახდეს კუჭისთვის.

ასევე მნიშვნელოვანია კვერცხის გულის სისქე: ჯანმრთელი ქათმის მიერ დადებული კვერცხი შეიცავს საკმაოდ სქელ გულს. 


თეგები :

×