• თბილისი
  • 24°C
  • 15 სექტემბერი, 2019
article

"კორჟიკები" - ბევრი ჩვენგანის ბავშვობის დროინდელი ტკბილეული

ინგრედიენტები: ფქვილი 400 გ შაქარი 200 გ დარბილებული კარაქი 100 გ რძე 80 გ ვანილი კვერცხი 1 გამაფხვიერებელი 1 ჩ.კ კვერცხის გული 1
დარბილებული კარაქი და შაქარი ერთად ათქვიფეთ მიქსერით. ცალკე ათქვიფეთ კვერცხი და შეურიეთ კარაქს რძესთან ერთად, თან თქვიფეთ.  ცომს დაამატეთ გამაფხვიერებელი და ვანილი, შემდეგ ფქვილი. მოზილეთ ცომი. გააბრტყელეთ ფქვილიან მაგიდაზე 1 სმ სისქეზე და გამოჭერით. გადაიტანეთ ქაღალდ ჩაფენილ ტაფაზე, გადაუსვით ათქვეფილი  კვერცხის გული+1 ჩ.კ რძე და გამოაცხეთ 200 გრადუსზე სანამ ლამაზ ოქროსფერს მიიღებს, დაახლოებით 10-15 წუთი.

თეგები :