• თბილისი
  • 32°C
  • 16 ივლისი, 2019
article

შეუდარებელი ხაჭოს ნამცხვარი

ზაფხულის ცხელ დღეებს მსგავსი ჰაეროვნება და სიფაფუკე, რომ აღარაფერი ვთქვათ განუმეორებოლ გემოზე, ყველაზე მეტად სჭირდება. ამ გემრიელი ხაჭოს ნამცხვრის მომზადება კი საკმაოდ მარტივია.

მასალა ფხვიერი ცომისთვის:

ფქვილი - 200გრ.;

შაქარი - 60 გრ.;

კარაქი - 100გრ (ცივი თხლად დაჭრილი);

კვერცხი - 1ც.

მასალა (ზედა ნაწილის) :

კვერცხი - 3ც.;

შაქარი -120გრ.;

ნადუღი(ან ტკბილი ხაჭო) - 500გრ;

ნაღები 50 გრ;

ლიმონი -1ს.კ.;

კარაქი (გამდნარი) - 40გრ.;

ფქვილი 1 ს.კ.;

მომზადება:

1. გააცხელეთ ღუმელი. წაუსვით ცხიმი ფორმას.
ფქვილი, მარილი და შაქარი აურიეთ. დაუმატეთ კარაქი და კვერცხი და სწრაფად მოზილეთ ფხვიერი ცომი. გააბრტყელეთ ფქვილმოყრილ ფიცარზე.ჩადეთ ფორმაში და გაუკეთეთ 3 სმ. სიმაღლის გვერდები. დადგით გრილ ადგილას, სანამ ზედა ნაწილს მოამზადებთ.

2. კვერცხის ცილა და გული გააცალკევეთ. ცილა მარილთან ერთად ათქვიფეთ გამაგრებამდე. გული კი შაქართან და ლიმონის წვენთან ერთად ათქვიფეთ ჰაეროვანი მასის მიღებამდე. შეურიეთ ნადუღი ნაღები და გამდნარი კარაქი. დაუმატეთ ათქვეფილი ცილა, ზედ დააცერით ფქვილი(1 ს. კ.) და ფრთხილად მოურიეთ. მიღებული მასა გაანაწილეთ ცომზე.

3. გამოაცხვეთ 170 გრადუსზე, დაახლოებით 55 წთ. გამორთვის შემდეგ 5 წუთი დატოვეთ ღუმელში და ეს უგემრიელესი ნამცხვარიც მზად იქნება.


თეგები :