• თბილისი
  • 24°C
  • 16 სექტემბერი, 2019
article

უგემრიელესი ნამცხვარი "ციყვი"

ეს ჰაეროვანი ნამცხვარი, რომელსაც "სინაზესაც" უწოდებენ, მე-20 საუკუნის განოყოფელი, უგემრიელესი ნაწილია, რომელიც ბევრ თქვენგანს ბავშვობის დაუვიწყარ დროს მოგაგონებთ და მის გემრიელ ტკბილ ხანაში დაგაბრუნებთ.

მომზადება:

200 გრ. შერბილებული კარაქი და 2 ჩაის ჭიქა შაქარი კარგად შეურიეთ ერთმანეთს, გათეთრებამდე. უმჯობესია ხელით მოზილოთ, კარაქი, რომ ძალიან არ გადნეს;

დაუმატეთ 6 კვერცხი რიგ-რიგობით. 200 გრამი მაწონი, ვანილი და დაუმატეთ 2 ჩაის ჭიქა ფქვილი. შესაძლოა ფქვილი ცოტა მეტიც;

დასასხმელი ცომი უნდა გამოვიდეს სქელი, არაჟანივით;

გამოსაცხობ თუნუქის ფურცელზე დააფარეთ გამოსაცხობი ქაღალდი (მანამდე ცხიმი). დაასხით ცომი და გამოაცხვეთ. როცა გამოცხვება გააციეთ;

ბისკვიტი ჭიქით დაჭერით. დარჩენილი ნაკუწები დაფშვენით, ნამცხვარზე მოსაყრელად;

კრემი:

აადუღეთ 1 ლ/ რძე და გააგრილეთ;

ცალკე ათქვიფეთ კვერცხის 2 გული და 1 1/2 ჭიქა შაქარი. + 1 ჭიქა ფქვილი;

ეს მასა ნელ-ნელა ჩაუმატეთ შეგრილებულ რძეს;

დაბალ ცეცხლზე, გაზზე წამოადუღეთ, თან ურიეთ, არ მიგეწვათ;

როცა კრემი შესქელდება, წამოდუღდება, გამორთეთ და შეაგრილეთ;

ბოლოს შეათქვიფეთ 100 რამი კარაქი და ვანილი;

 „ციყვის“ უკვე დაჭრილი მრგვალი ბისკვიტები შუაზე გაჭერით და კრემი წაუსვით. შეაერთეთ და ზემოდანაც და გვერდებიდანაც გადაუსვით კრემი. მოაყარეთ დაფშვნილი ბისკვიტი.

 ძალიან გემრიელი და ფაფუკი გამოდის,  ასე რომ, გემრიელად მიირთვით!



თეგები :