• თბილისი
  • 24°C
  • 15 სექტემბერი, 2019
article

"ნაპოლეონი" 15 წუთში ზარმაცებისთვის - ღუმელის ჩართვაც არ დაგჭირდებათ!

ბევრს უყვარს ტორტი "ნაპოლეონი", მაგრამ ყველამ როდი იცი, რომ მას აქვს მომზადების  კიდევ ერთი ვარიანტი, რომელსაც დიდი დრო და ძალისხმევა არ სჭირდება და ამასთან, დესერტი ისეთივე გემრიელი გამოდის.

ჩვენ გასწავლით რეცეპტს, რომლის მიხედვითაც ღუმელის ჩართვაც კი არ არის საჭირო.

თქვენ დაგჭირდებათ:

800 გრ. ორცხობილა "ყურები"

1 ლ. რძე

4 კვერცხი

150 გ. კარაქი

0,5 ჭიქა შაქარი

6 ს.კ. ფქვილი

მწიკვი ვანილი

მომზადების პროცესი:

კრემი: აურიეთ კვერცხი, შაქარი და ფქვილი. დაუმატეთ ვანილი. აურიეთ.

მიღებულ მასას დაუმატეთ რძე.

დადგით კრემი დაბალ ცეცხლზე და გამუდმებით ურიეთ, სანამ არ გასქელდება. როცა მიღებული მასა შეგრილდება, დაუმატეთ კარაქი და კარგად ათქვიფეთ.

ამის შემდეგ თქვენი ორცხობილა უნდა ამოავლოთ კრემში და დაალაგოთ 5 ფენად.

მოაყარეთ ზემოდან ნაფხვენები და თქვენი ტორტიც მზადაა!

video


თეგები :