• თბილისი
  • 36°C
  • 23 აგვისტო, 2019
article

მსოფლიოს უძველესი კერძები

რით იკვებებოდნენ ჩვენი წინაპრები?რომელი კერძი ითვლება მსოფლიოში ყველაზე ძველად?

მეცნიერების და არქეოლოგების წყალობით ჩვენ შეგვიძლია გავერკვეთ დეტალებში და გავიგოთ რითი იკვებებოდნენ ჩვენი წინაპრები ათასობით წლის უკან.

უმეტესმა კერძმა ჩვენამდე მოაღწია პრაქტიკულად ცვლილების გარეშე.

1-ჯოხზე წამოცმული ტახის ხორცი(ქაბაბი)-ქვის ხანაში ჯერ კიდევ ჭურჭელი არ არსებობდა, არა და პირველყოფილებს სურდათ გემრიელად მიერთვათ საკვები.ცეცხლის სიმხურვალის შესანარჩუნებლად იყენებდნენ გავარვარებულ ქვებს.ჯოხზე წამოცმულ ხორცს შემდგომ ინგრედიენტებსაც უმატებდნენ.

2-ჭიჭრის ფხალი- როგორც გაირკვა ეს კერძი ჯერ კიდევ ნეოლითის ხანაში იყო ცნობილი.დამზადებისთვის უკვე საჭირო იყო თიხის ჭურჭელი.ჭინჭარს უმატებდნენ ფქვილს, მწვანე ხახვს, ბაბუაწვერას და ღოლოს ფოთლებს.

3-ხორცის პუდინგი-მკვლევარების აზრით რომ მიიღოთ ნამდვილი პირველყოფილი კერძი, ამისთვის საჭიროა არა ჭურჭლის გამოყენება, არამედ ცხვრის ფაშვი ან ხარის ბრმა ნაწლავი.მთავარი ინგრედიენტია ხორცი, ცხიმი, ფილტვები და ბატკნის გული.მთლიანად დამზადების პროცედურას 7 საათი სჭირდება.

4-ნეანდატარული რაგუ-რაგუს რეცეპტი თითქმის საერთოდ არ შეცვლილა უკვე ათასობით წელია. ინგრედიენტები იგივეა:ბიზონის ხორცი, კარტოფილი, სოკო, ხახვი, სხვადასხვა სუნელები და კიდევ სხვა.

5-ტკბილი პური თხილით-პურის ფქვილს, თხილს და თაფლს ერთმანეთში ურევდნენ გარკვეული პროპორციით, ცხობისას აძლევდნენ გვირგვინის ფორმას და შემდგომ გარეთ ჰაერზე გაჰქონდათ 40 წუთის განმავლობაში.შემდეგ ერთვებოდა ცხობის უძველესი ტექნიკა-გავარვარებული ქვები.

ზუსტად ასევე ქვებით აცხობდნენ პურს ძველეგვიპტელები, თუმცა იმ განსხვავებით, რომ ეგვიპტელები პურს ამზადებდნენ თიხის ჭურჭელში სპეციალური დამახასიათებელი ფორმით, რომელიც წმინდა, საკრალური აზრის გამომხატეველი იყო.

6-დამარილებული (გამომშრალი)თევზი-ძველ ეგვიპტეში უბრალო ხალხი მდიდრებისგან განსხვავებით ძირითადად პურით, ბოსტნეულით და თევზით იკვებებოდნენ.ძველეგვიპტელები თევზეს მზეზე დებნდენ და მარილს ამატებდნენ.

7-მერსუ ანუ რანგინახი- უძველი რეცეპტი, რომელსაც მოიხმარდნენ ასირიიდან ბაბილონამდე, ამჟამად ამ კერძს ირანში რანგინახს უწოდებენ. ფინიკის და კაკლის ღვეზელი.ინგრედიენტებად ასევე ემატებოდა ლეღვი, ვაშლი, ყველი და ღვინო.

8-გარუმი-ერთ-ერთი პოპულარაული კერძი რომის იმპერიაში.თევზის სოუსი.აზავებდნენ პიურეთი ან ფლავით.

9-ფეტვის ფაფა რძით-ჯერ კიდევ 5 000 წლის წინ ჩვენს ერამდე ჩრდილოეთ ჩინეთში ხარშავდნენ ფეტვს, რომელსაც უმატებდნენ რძეს და ნაღებს.სამხრეთ ჩინელები კი აკეთებდნენ იგივე კერძს, მხოლოდ ბრინჯისგან.მონღოლთა ბატონობის დროს ფეტვის ფაფა სამხრეთ ჩინეთშიდაც გავრცელდა.


თეგები :