• თბილისი
  • 27°C
  • 17 სექტემბერი, 2019
article

ლავაშის როლები ქათმის ხორცით - უგემრიელესი საუზმე

რეცეპტი ინგრედიენტები: ქათმის ხორცი 300 გ ლავაში 8 ნაჭერი კონსერვირებული სიმინდი 100 გ ხახვი 1 პატარა თავი ნიორი 1 კბილი მარილი და პილპილი არაჟანი 150 გ გახეხილი ყველი 1 ჭიქა
ამ როლების მოსამზადებლად დაგჭირდებათ უკვე მზა (წინა დღიდან მორჩენილი) ქათმის ხორცი, წვრილად დაჭრილი ან დანაწევრებული. ლავაში შეარჩიეთ მრგვალი, საშუალო ფორმის, ან იყიდეთ დიდი ზომის და  თავად დაჭერით სასურველ ზომაზე.

დაჭრილი ხახვი და ნიორი მოშუშეთ 1 კოვზ ზეითუნის ზეთში. დაამატეთ დაჭრილი ქათამი, სიმინდი, არაჟანი და გახეხილი ყველი. წამოადუღეთ და გადმოიღეთ ცეცხლიდან. მარილი და პილპილი გემოვნებით დაამატეთ. 

ლავაშის ნაჭრებზე დაადეთ გულსართი და გადაახვიეთ. ჩაალაგეთ ფორმაში, ზემოდან გადაუსვით გამდნარი კარაქი და შედგით ღუმელში 200 გრადუსზე დაახლ. 10-15 წუთი, სანამ მსუბუქად არ მოიბრაწება.


თეგები :