• თბილისი
  • 34°C
  • 22 აგვისტო, 2019
article

შინაური სოსისები

ამ შესანიშნავი შინაური სოსისების დასამზადებლად აუცილებლად დაგჭირდებათ ხორცსაკეპი მანქანა სპეციალური პირით, რომლის დახმარებითაც ნაწლავებში ადვილად ჩადებთ ფარშს.

ინგრედიენტები: ღორის რბილი ხორცი ან ფილე 1 კგ რძე 500 მლ მდოგვი სასურველია ცხარე, 2-3 ჩ.კ მარილი და პილპილი პაპრიკა 2 ჩ.კ მწარე წიწაკა, წითელი 1 ჩ.კ
ხორცი ნებისმიერი შეგვიძლია ავიღოთ: ღორის, ხბოს, ქათმის, ინდაურის. მთავარია იყოს ნაზი და ახალი, სასურველია ფილე. შეგვიძლია გამოვიყენოთ ერთი სახეობა ან შერეული.

ხორცი საშუალო ზომაზე დავჭრათ და ძალიან ცივი წყალი დავასხათ. დავტოვოთ 40 წუთი. შემდეგ კომბაინში ან ბლენდერში ძალიან კარგად დავამუშავოთ სანამ ერთგვაროვან მასას არ მივიღებთ. ჩავამატოთ მარილი და ყველა სანელებელი, ხელახლა ავთქვიფოთ.

ხორცსაკეპ მანქანას დავუმაგროთ სპეციალური პირი, ზედ წამოვაცვათ კარგად გარეცხილი ნაწლავები და სასურველი ზომის სოსისები გავაკეთოთ. ვეცადოთ სოსისებში სიცარიელე არ დარჩეს და ნაწლავი მთლიანად კარგად შეივსოს.

შეგვიძლია გავყინოთ ან მაშინვე მოვამზადოთ. ძალიან გემრიელია და რაც მთავარია ნატურალური.

თეგები :