• თბილისი
  • 24°C
  • 15 სექტემბერი, 2019
article

ყველასათვის საყვარელი ნამცხვარი - ბაქოს კურაბიე

ინგრედიენტები: დარბილებული კარაქი 300 გ შაქრის პუდრი 150 გ კვერცხის ცილა 3 ვანილი ფქვილი 450 გ სქელი ჯემი 2-3 ს.კ
შაქრის პუდრა და ფქვილი გაცერით. დარბილებული კარაქი თქვიფეთ მიქსერით. შეათქვიფეთ გაცრილი პუდრა და ვანილი. შემდეგ სათითაოდ შეათქვიფეთ კვერცხის ცილები.  შემდეგ დაამატეთ ფქვილი და  დაბალი სიჩქარით ათქვიფეთ. ცომი რბილი უნდა იყოს და ადვილად გადმოდიოდეს საკონდიტრო ტომრიდან. თუ ცომი მაგარია რამდენიმე კოვზი რძე ან წყალი შეურიეთ, მაგრამ ფრთხილად - არ გაათხელოთ.

ტაფას დააფინეთ საცხობი ქაღალდი და საკონდიტრო ტომრის დახმარებით დაალაგეთ ნამცხვრები ერთმანეთისგან 3 სმ -ის დაშორებით.  სველი თითით გაუკეთეთ ჩაღრმავება ცენტრში.  სქელი ჯემი მოათავსეთ საკონდიტრო ტომარაში ან წვერ წაჭრილ ცელოფნის პარკში და ამოავსეთ  ეს ღრმულები. გამოაცხეთ 200- 220 გრადუსზე 15-20 წუთი.


თეგები :