• თბილისი
  • 29°C
  • 19 სექტემბერი, 2019
article

როგორ მოვამზადოთ ერბო სახლის პირობებში

კარაქისგან განსხვავებით, ერბო უკეთ იტანს მაღალ ტემპერატურას და შესაწვავად ხშირად იყენებენ. ის კერძებს კარაქის სასიამოვნო არომატს ანიჭებს, ხოლო შეწვისას ხორცს გამოშრობისგან იცავს.

ინგრედიენტები: კარაქი
ერბოს სახლში დამზადება ძალიან ადვილია, თუმცა ცოტაოდენ მოთმინებას მოითხოვს. კარაქი გაადნეთ მინიმალურ ტემპერატურაზე. ის უნდა გადნეს ადუღების გარეშე, ძალიან ფრთხილად. გამდნარი კარაქი თავზე მოიკიდებს თეთრ ფენას - რძის კაზეინს, ძირში კი დაილექება რძის ნარჩენები და სხვა ზედმეტი ნივთიერებები. თავზე მოგდებული თეთრი ფენა მთლიანად უნდა მოაცალოთ კოვზით. ეს აუცილებელია. კოვზი ხშირად ასველეთ წყალში, რომ სუფთა იყოს და კაზეინის ნარჩენები უკან აღარ ჩააბრუნოთ ერბოში. 
გასუფთავებული კარაქი - იგივე სუფთა ცხიმი, ლიპიდები, ფრთხილად, ანჯღრევის გარეშე გადაასხით სხვა ჭურჭელში, ისე რომ ძირში დალექილი ზედმეტი მინარევები არ მიჰყვეს. გააგრილეთ და შეინახეთ მაცივარში.


თეგები :