• თბილისი
  • 24°C
  • 16 სექტემბერი, 2019
article

გამოსაფხიზლებელი და ენერგიის მომცემი ჩაი

ეს ჯადოსნური ჯანჯაფილის ჩაი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აქვს მატონიზირებელი და გაციების საწინააღმდეგო თვისებები, ათბობს შეციებულ ორგანიზმს, აუმჯობესებს საკვების მონელებას.

რაც მთავარია, იგი საუკეთესოა მათთვის, ვინც დღისით ძილიანობას უჩივის და გამოფხიზლება უჭირს.

ინგრედიენტები: ჯანჯაფილი (კოჭა) 2-3 სმ კარდამონი (ილი) 2 მარცვალი დარიჩინი მწიკვი თაფლი მწვანე ჩაი 1 ჩ.კ ლიმონი
500 მლ წყალი აადუღეთ და დაამატეთ ყველა ინგრედიენტი თაფლის გარდა. ადუღეთ   3-4 წუთი დაბალ ცეცხლზე. გაწურეთ და შეაგრილეთ. თბილს დაამატეთ თაფლი, ლიმონი და დალიეთ.


თეგები :