• თბილისი
  • 9°C
  • 08 დეკემბერი, 2019
article

უნაზესი ფილე არაჟნის სოუსში

ინგრედიენტები: ქათმის ფილე 400 გ რძე 50 მლ არაჟანი 5 ს.კ ფქვილი 1 ს.კ წყალი 200 გ ხახვი 2 თავი ნიორი 5 კბილი ხმელი სუნელი 1/2 ჩ.კ ძირა 1/3 ჩ.კ მარილი და პილპილი კამა
ქათმის ფილე ( შეგიძლიათ ძვლიანი ნაჭრებიც გამოიყენოთ) დაჭერით ნაჭრებად, ხახვი ალყა-ალყად. 

ხახვი მოშუშეთ ცალკე, ქათამი კი ცალკე დაბრაწეთ.

რძეში გახსენით ფქვილი, დაამატეთ არაჟანი, წყალი, მარილი, სუნელები და დაასხით ქათამს. წამოდუღების შემდეგ დაამატეთ მოშუშული ხახვი და განაგრძეთ შუშვა, სანამ ფილე არ მომზადდება.  ბოლოს დაამატეთ ნიორი და მწვანილი.


თეგები :