• თბილისი
  • 5°C
  • 22 ნოემბერი, 2019
article

უგემრიელესი ნივრიანი ქათამი

ინგრედიენტები: ქათამი 1.8 კგ მარინადი წყალი 500 მლ გაზიანი წყალი 500 მლ შაქარი 1 ს.კ მარილი 3 ს.კ დაფნის ფოთოლი 4-5 პილპილი 10 მარცვალი ძმარი 50 მლ სოუსი ნიორი 1 თავი 1 ლიმონის წვენი წყალი 50 მლ ზეითუნის ზეთი 50 მლ მარილი და პილპილი ოხრახუში 1 კონა
თავდაპირველად ქათამი უნდა ჩავდოთ მარინადში.  მარინადისთვის ქვაბში ჩავასხათ წყალი, დავამატოთ მარილი, შაქარი, ძმარი, დაფნა, პილპილი. მივიყვანოთ ადუღებამდე და გადმოვიღოთ ცეცხლიდან, გავაციოთ ბოლომდე, დავამატოთ გაზიანი წყალი. გარეცხილი ქატამი გავჭრათ შუაზე და ჩავდოთ ამ მარინადში. შევდოთ მაცივარში მთელი ღამით. 
მეორე დღეს ქათამი გადავიტანოთ ღუმელის ფორმაში, დავასხათ 2-3 ს.კ თავისივე მარინადი და 2 ს.კ ზეთი. ზემოდან ფოლგა გადავაფაროთ და 25 წუთით შევდოთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. შემდეგ ფოლგა მოვაცილოთ და გავაგრძელოთ წვა კიდევ 25-30 წუთი.
სანამ ქათამი შეიწვება გავაკეთოთ ნივრიანი სოუსი. დაჭყლეტილ ნიორს დავამატოთ ზეთი, ლიმონის წვენი, წყალი, პილპილი, დაჭრილი ოხრახუში. კარგად ავურიოთ. ღუმელიდან გამოღებულ ქათამს უხვად მოვასხათ ეს სოუსი

თეგები :