• თბილისი
  • 27°C
  • 17 სექტემბერი, 2019
article

ალუბლის პარფე მაწვნით

ინგრედიენტები: შაქარი 1 ს.კ ალუბალი, გაყინული ან ცოცხალი 150 გ წყალი 2 ს.კ მაწონი 150 გ ვანილიანი შაქარი 1 პაკეტი ფხვიერი ნამცხვარი ("პეჩენია") 2 ცალი
მაწვნის ნაცვლად შეგვიძლია გამოვიყენოთ იოგურტი, კრემისებური ხაჭო ან ხაჭოსა და არაჟნის ნარევი.

ალუბალს კურკა გამოვაცალოთ და შაქართან და წყალთან ერთად 2-3 წუთი დაბალ ცეცხლზე ვადუღოთ. გავაგრილოთ.

მაწონს დავამატოთ ვანილიანი შაქარი, ავურიოთ და ჭიქებში გავანაწილოთ ალუბალთან ერთად, მონაცვლეობით. ზემოდან მოვაყაროთ ფხვიერი ნამცხვრის ნატეხები.
ალუბლის გარდა შეიძლება მომზადდეს სხვა ნებისმიერი ხილით: მარწყვით, ჟოლოთი, ატმით, გარგრით და ა.შ.


თეგები :