• თბილისი
  • °C
  • 05 მარტი, 2021
article

ბაიდენ-პუტინის საუბრის სხვადასხვა ვერსია გამოქვეყნდა - რაზე შეთანხმდნენ პრეზიდენტები

 ირველად აშშ-ის პრეზიდენტის ამპლუაში, ჯო ბაიდენი ვლადიმირ პუტინს ესაუბრა, თუმცა ვერსიები, რომლებიც ამ სატელეფონო საუბრის შესახებ თეთრმა სახლმა და კრემლმა გამოაქვეყნეს, ერთმანეთისგან განსხვავებულია. 

 ვაშინგტონის ცნობით, ბაიდენმა პუტინს შეახსენა ჰაკერული შეტევები, რომლითაც რუსეთი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერია, ასევე, ნავალნის მოწამლვასთან დაკავშირებული საკითხები და უკრაინის სუვერენიტეტის თემა. 

 კრემლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნავალნის გვარი და სხვა მწვავე საკითხი საერთოდ არაა ნახსენები, თუმცა ხაზგასმულია, რომ "საუბარი მიმდინარეობდა საქმიან და გულახდილ ატმოსფეროში". 

 სხვათა შორის, გარკვეულ საკითხებში აზრთა სხვადასხვაობის მიხედავად, ცნობილი გახდა ამ საუბრის დროს აშშ-სა და რუსეთს შორის მიღწეული ერთი კონკრეტული შეთანხმების შესახებაც: ორი ქვეყანა 5 წლით გააგრძელებს იმ შეთანხმების ვადას, რომელიც 2010 წლის აპრილში დაიდო და სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შემცირებას ითვალისწინებს. 

 შეგახსენებთ, ამ შეთანხმების მიხედვით, აშშ-მა და რუსეთმა სტრატეგიული შეტევითი შეიარაღება ისე უნდა შეამცირონ, რომ შეიარაღება არ აღემატებოდეს 700 კონტინენტაშორის ბალისტიკურ რაკეტას, წყალქვეშა ნევების ბალისტიკურ რაკეტას და სტრატეგიული ბომბდამშენების რაკეტებს, ასევე 1 550 ფრთოსანი რაკეტების საბრძოლო მუხტსა და მათ გამშვებ დანადგარებს.

ხსენებული შეთანხმება ბირთვული ომის თავიდან აცილებას, ასევე, ნდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას ისახავს მიზნად.  


თეგები :